The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ბარამიძე

გია ბარამიძე
ოფიციალური სახელი:გიორგი ბარამიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1968  (53 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით მჭიდა მასალების ქიმიური ტექნოლოგია 1992 წელს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1992-1993წწ. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად სამხედრო ოპერაციებში აფხაზეთში; 1992-1995წწ. მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი საკომპესანციო სიით, საქართველოს მწვანეთა პარტია; 1995 წელს სწავლობდა ჯორჯ კ. მარშალის სახელობის უშიშროების შემსაწავლელ ევროპულ ცენტრში, გერმანია; 1998-1999წწ. ასოცირებული მკვლევარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიის კვლევის ინსტიტუტში; 1990 წელს იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა  და პარტიის ჩამოყალიბების მონაწილე; 1995-1996წწ. მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი N8 დიდუბის საარჩევნო ოლქი; 1997 წელს მთავრობისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროექტის ერთობლივი პროგრამის "კორუფციის კვლევის ცენტრის" დაარსების ინიციატორი და ცენტრის პირველი ეროვნული დირექტორი; 2003-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი მაჟორიტარი N8 დიდუბის საარჩევნო ოლქი , პ/გ "გაერთიანებული დემოკრატები"; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2004); საქართველოს თავდაცვის მინისტრი (2004); 2004-2014წწ. სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხცებში; 2006-2012წწ. საქართველოს ვიცე-პრემიერი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ლიეტუვის (ლიტვა) დამოუკიდებლობისა და საქართველო-ლიეტუვის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს ლიეტუვის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო "The Grand Cross of Commander of the Order for Merits to Lithuania" (2006).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 83

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობების საკითხების კომისია, მდივანი (1992-1995)
  • ავსტრალიის თანამეგობრობის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • გვატემალის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ჯგუფის წევრი
  • ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • კუბის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • ნატოს პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისთვის" საქართველოს მონაწილეობის სახელმწიფო საკოორდინაციო კომისია, წევრი (1992-)
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი
  • პანამის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • პარტია "გაერთინებული დემოკრატები" , ერთ-ერთი დამაარსებელი (2002-)
  • პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის კორუფციასთნ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისია, თავმჯდომარე (1996-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი" , თავმჯდომარე (1996-1998)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარე (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები", თავმჯდომარე (2002-2003)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე (1993-2002)
  • საქართველოს მწვანეთა პარტიის პოლიტიკური კომიტეტი, წევრი (1990-1993)
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2012-)
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საბჭო, წევრი (2004-2011)
  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, თავმჯდომარე (1999-2003)
  • ტყვეთა გათვისუფლებისა და დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო კომისია, თავმჯდომარე (1992-1993)
  • უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი
  • ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, წევრი

გააზიარე: