The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე ამირბეგოვა

ეკატერინე ამირბეგოვა
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:9 ივნისი, 2022  (100 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1938–1942წწ. იყო ევაკო–ჰოსპიტლის ექიმი –ორდინატორი; 1942–1946წწ. ქირურგიული განყოფილების გამგე; 1946 წელს მუშაობდა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, აღდგენითი ქირურგიის,  ტრვმატოლოგიისა და ორთოპედიის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1972 წლიდან ბავშვთა ტრავმის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, რომებიც ეხება ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის პრობლემებს. სახელმწიფო სტანდარდით შესრულებული აქვს ორი შრომა. არის ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სამეცნიერო განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხრის ძვლის როკზედა მოტეხილობები და მათი მკურნალობა", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.16

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

გააზიარე: