Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინა ანდრონიკაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987–1988წწ. ინტერნატურა გაიარა თერაპიაში ნ. კახიანის სახელობის საგზაო კლინიკურ საავადმყოფოში; 1988–1990წწ. იყო ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1990 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა N4 კათედრის ასისტენტია. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიის პრობლემებზე. არის ექიმი–თერაპევტი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰუმორული ნატრიურეზული სისტემა მარილმგრძნობელი ესენციური ჰიპერტენზიის დროს", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.17
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |