შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე ანთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961–1962წწ. იყო მარნეულის საავადმყოფოს კლინიკო–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგე; 1963–1965წწ. მცხეთის საავადმყოფოს ექიმი–ფიზიოთერაპევტი; 1965–196წწ. თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–მუშაკი; 1966–1969წწ. ასპირანტი; 1969–1972წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1977წწ. სწავლული მდივანი; 1977 წლიდან უფროსი მეცნიერ–მუშაკი. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის. ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. ექიმი ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Sh Flexneri-ის ფაგომდგრადი მუტანტების ბიოლოგიური თვისებების შეწავლა", დაიცვა 1977 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.17 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |