| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ არველაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965–1967წწ. იყო ბორჯომისა და ბაკურიანის რაიონის ქირურგი; 1967–1969წწ. ქალაქის N1 საავადმყოფოს რეანიმატოლოგი; 1969–1971წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის I ქირურგიული კათედრის ასპირანტი; 1971 წლიდან მუშაობს ამავე ინსტიტუტში: I ქირურგიული კათედრის ორდინატორად; 1974 წლიდან –ასისტენტად; 1979 წლიდან დოცენტად. ავტორია 59 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება წყლულოვან დაავადებებს. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია რუსულ ენაზე: "ვაგოტომია წყლულოვანი დაავადებების ქირურგიაში", (1975). უმაღლესი კატეგორიის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა -"სელექციური ვაგოტომია 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.18; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.302 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

