The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ილია გვერდწითელი

ილია გვერდწითელი
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1908
გარდაცვ. თარიღი:15 ივნისი, 1980  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხცისი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1934 წელს.

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1933 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1953–1956წწ. იყო პრორექტორი სასწავლო დარგში; 1954 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. 1951 წლიდან ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი; 1968 წლიდან საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს ქიმიური სწავლების სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარე. მისი შრომები ეხება უჯერი-აცეტილენური და დიაცეტილენური ოქსინაწარმების სინტეზისა და კატალიზური გარდაქმნის საკითხებს. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.609

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (1967-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1967-)
  • საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს ქიმიის სწავლების სამეცნიერო– მეთოდური საბჭო, თავმჯდომარე (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1963 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: