The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ჯაფარიძე

გივი ჯაფარიძე
Date of birth:6 January, 1944  (80 years)
Category:Public official, Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1968 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტისსატყეო სამეურნეო ფაკულტეტი, 1975 წელს საქართველოსმეცნიერებათა აკადემიის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტისასპირანტურა; 1985 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისიურიდიული ფაკულტეტი; 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დამიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1985 წელს დოცენტის სამეცნიერო წოდება, 1992 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება, 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 232 სამეცნიერო შრომა, მათ შორის წიგნის "გლობალური ბიომრავალფეროვნება" ტომი II, ევროპის ქვეყნები - საქართველოს ბიომრავალფეროვნება (გამომცემლობა "ეიფელ აკადემიკ პრესს" 2018 წ. ამერიკის შეერთებული შტატები 404 გვ.) თანაავტორი. არის სატყეო საქმისა და ეკონომიკის დარგების ექსპერტი. საქართველოს კანონის "საქართველოს ტყის კოდექსის" ერთ-ერთი თანაავტორი. 1998 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2002 წელს საქართველოს სოფლისმეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აკადემიკოსად. 1996 წელს არჩეული იქნა საქართველოს აგროტექნოლოგიური აკადემიის წევრად. 1996 წელს საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1995 წელს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

შრომითი ბიოგრაფია: 1964-1966წწ. "თბილმშენინდუსტრიის" მემონტაჟე; 1966-1978წწ. ვაკის რაიონის მოსწავლეთა სახლის დირექტორი, კომკავშირის ცკინსტრუქტორი, კომკავშირის გარდაბნის რაიკომის პირველი მდივანი, კომკავშირის ცკ განყოფილების გამგე; 1978-1985წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1985-1995წწ. აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი; 1978-1996წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის შემდგომში აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ეკონომიკისა და ტყის ტაქსაციის კათედრაზე უფროს მეცნიერ-მუშაკად, მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, დოცენტად, სრულპროფესორად. 1996-2002წწ. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. 2004-2010წწ. საქართველოს სოფლისმეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოს - მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი, 2010 წლიდან - 2023 წლამდე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. 2023 წლის მაისში არჩეული იქნა ამავე აკადემიის პრეზიდენტად და აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, სადაც მუშაობს დღემდე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 431; საქართველოს სოფლისმეურნეობის მეცნიერებათა აკადემია: gaas.dsl.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.122

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1976 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • 1974 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ოქროს და ვერცხლის მედლები)
  • პატრიარქის მადლობა
  • შრომის ვეტერანის მედალი

Share: