შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა გოგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1968 წელს. 1972 წელს იყო ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ციტოლოგიის განყოფილების უმცროსი, შემდეგ უფროსი თანამშრომელი; 1976-1986წწ. ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 1986-2006წწ. ადამიანის ზოგადი პათოლოგიისა და ადამიანის ეკოლოგიური განყოფილების გამგე; 2006 წლიდან არის კლინიკური და ექსპეიმენტული მორფოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მისი შრომები ეხება გულ–სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიებს; ჟურნალ "Georgian Medical News" სარედაქციო კოლეგიის და ჟურნალ "ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის" სარედაქციო საბჭოს წევრი; სისტემატურად მონაწილეობს მოხსენებებითა და სალექციო კურსებით საერთაშორისო პროფესიულ ტრინინგებისა და სემინარების მუშაობაში; არის არაერთი საერთაშორისო და რეგიონული საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინატორი, 4 წიგნის და 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; კითხულობს სპეციალურ კურსს თსუ რეზიდენტებთან და დოქტორანტებთან ემბრიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში. პათოლოგ–ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1984), პროფესორი(1990). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.61; თბილისის სახელხლმწიფო უნივერსითეტის ვებ გვერდი: old.tsu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.51 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |