შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ გოგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1973წწ. ეწეოდა კომკავშირულ საქმიანობას; 1973 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1975-1979წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის გამგე; 1998-2006წწ. მეცნიერებათა კვლევის ცენტრის დირექტორი; 1984-2005წწ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი; 2007-2009წწ. ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი; 2009 წლიდან საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის პროფესორი; იკვლევს შრომის ორგანიზაციის, სოციალურ, პოლიტიკისა და ქართული პოლიტოლოგიური მემკვიდრეობის საკითხებს; ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1988). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.61; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.353; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.219 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |