შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გოგიბედაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1931-1933წწ. მობილიზებული იყო კრასნოიარკში ლაზარეთის უფროსად; 1946-1948წწ. იყო თბილისის შრომის ჰიგიენისა და პროფილაქტიკურ სნეულებათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების მეცნიერ მუშაკი, შემდგომ ამ ინსტიტუტის დირექტორი; 1948-1964წწ. ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1964-1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრის პროფესორი; არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი; მისი შრომები ეხება ფიზიოთერაპიის და კურორტოლოგიის აქტუალურ საკითხებს; ფიზიოთერაპევტი, მედიცინის ნეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1958). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.61
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |