The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ჯანელიძე

თამაზ ჯანელიძე
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:9 დეკემბერი, 2015  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1949 წელს. ასპირანტურა 1952 წელს.

ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო და სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმოიანობას: 1947-1950წწ.  სპი ალკკ მდივნის მოადგილე; 1947-1950წწ. მდივანი; 1950-1952წწ. პარტკომის მდივანი; 1952-1960წწ. კომკავშირის თბილისის ქალაქკომის პირველი მდივანი, კალინინის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის ქალაქკომის ადმინისტრაციული და სავაჭრო-საფინანსო ორგანეობის განყოფილების გამგე, კომკავშირის ცკ პირველი მდივანი, ჭიათურის ქალაქკომის პირველი მდივანი; 1960-1972წწ. გეოლოგიის ინსტიტუტის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1974წწ. თბილისის აღმასკომის თავმჯდომარე; 1974 წლიდან კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექოტირის მოადგილე, 1978 წლიდან დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 მაპრილი); 1994 წლიდან გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. არის 80 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გეოლოგიის სხვადასხვა დარგში, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 430.; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015., გვ.420

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართვეკოს სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)
  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო, საწარმოო ძალებისა და და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პალეოვულკანოლოგიური კომისია, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: