The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჯანდიერი

დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1965წწ. იყო თბილისის გრიბოედოვის სახ. რუსული თეატრის რეჟისორის ასისტენტი; 1966-1968წწ. სმოლენსკის დრამატული თეატრის რეჟისორი; 1969-1972წწ. მოსკოვის შჩუკინის თეატრალური სასწავლებლის ასპირანტი და მსახიობის ოსტატობის პედაგოგი; 1973-1982წწ. თბილისის რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი; 1982-1998წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 25 სპექტაკლი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 429; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.126

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1972-)
  • საქართველოს ასიტეჟის ცენტრი, პრეზიდენტი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: