შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ჯანაშია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრა 1994 წელს. 1997 წლიდან მუშაობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის პოლიტიკისა და მეცნიერების დეპარტამენტში; 1993 წლიდან არის თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის" მენეჯერი; 1997 წლიდან Caucasus Trevel LTD-ს კონსულტანტი გარემოსდაცვით საკითხებში; 1994 წლიდან "ველური ბუნების შენარჩუნების ქართული ცენტრის" მდგრადი განვითარების პროგრამის კოორდინატორია; 1998 წლიდან Acta Consultants Georgia-ს მენეჯერია. დაიცვა მანჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი თემაზე: "ეკოტურიზმი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში"(1997). გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები: "ეკოტურიზმი საქართველოში: მნიშვნელობა და პერსპექტივები" (1998), "ახალი ამბები საქართველოდან" (ლონდონი, 1998), "მდგრადი ტურიზმის განვითარება საქართველოში" (1998), "საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემა" (1998). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 428. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |