შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ჯაიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პენზის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ელექტრომექანიკური ჯავშირგაბმულობის აპარატურა 1966 წელს. 1958-1961წწ. იყო ქარხანა "მაგნიტოფონის" ზეინკალი; 1966-1972წწ. ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1972-1974წწ. საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი; 1974-1976წწ. მთავარი კონსტრუქტორი, მთავარი ინჟინერი; 1976-1981წწ. გაერთიანება "ელვას" მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1981-1984წწ. ქარხანა "ეგტ"-ის მთავარი ინჟინერი; 1984-1988წწ. ქარხანა "ეკრანის" დირექტორი; 1988-1990წწ. კვლევითი ინსტიტუტის "რადიანის" დირექტორი; 1990-1993წწ. პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისიის წამყვანი სპეციალისტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 427; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 418 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |