The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ჯაიანი

ნოდარ ჯაიანი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 2015  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პენზის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით ელექტრომექანიკური ჯავშირგაბმულობის აპარატურა 1966 წელს.

1958-1961წწ. იყო ქარხანა "მაგნიტოფონის" ზეინკალი; 1966-1972წწ. ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1972-1974წწ. საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი; 1974-1976წწ. მთავარი კონსტრუქტორი, მთავარი ინჟინერი; 1976-1981წწ. გაერთიანება "ელვას" მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1981-1984წწ. ქარხანა "ეგტ"-ის მთავარი ინჟინერი; 1984-1988წწ. ქარხანა "ეკრანის" დირექტორი; 1988-1990წწ. კვლევითი ინსტიტუტის "რადიანის" დირექტორი; 1990-1993წწ. პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისიის წამყვანი სპეციალისტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 427; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 418

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)

გააზიარე: