შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერმანე გოგიტიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. უმაღლესი განათლება მიიღო პარიზში. იყო ქართული კინოწარმოების ერთ–ერთი პიონერი; 1921 წელს სათავეში ჩაუდგა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციას; 1923 წლიდან იყო "სახკინმრეწვის" დირექტორ–განმკარგულებელი; 1914 წელს ოზურგეთში გაიხსნა მისივე თანხებით აშენებული თეატრი, რომელიც შემდგომ კინოთეატრ "ილუზიონად" გადაკეთდა; 1916–1918წწ. ალექსანდრე წუწუნავასთან ერთად გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი "ქრისტინე"; დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და პროპაგანდაში; მისი ძალისხმევით მოხერხდა ქართული ფილმების უცხოეთში ჩვენება; კინოხელოვანი, პროდიუსერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.62 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |