The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერმანე გოგიტიძე

გერმანე გოგიტიძე
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1886
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 1960  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

უმაღლესი განათლება მიიღო პარიზში.

იყო ქართული კინოწარმოების ერთ–ერთი პიონერი; 1921 წელს სათავეში ჩაუდგა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციას; 1923 წლიდან იყო "სახკინმრეწვის" დირექტორ–განმკარგულებელი; 1914 წელს ოზურგეთში გაიხსნა მისივე თანხებით აშენებული თეატრი, რომელიც შემდგომ კინოთეატრ "ილუზიონად" გადაკეთდა; 1916–1918წწ. ალექსანდრე წუწუნავასთან ერთად გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი "ქრისტინე"; დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და პროპაგანდაში; მისი ძალისხმევით მოხერხდა ქართული ფილმების უცხოეთში ჩვენება; კინოხელოვანი, პროდიუსერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.62

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: