The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი არველაძე

დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982–1991წწ. იყო ქუთაისის ავტოქარხნის მედიკო–სანიტარული ნაწილის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1987–1991წწ. ამავე საავადმყოფოს გათავისუფლებული პროფ. კომიტეტის თავმჯდომარე; 1992–1995წწ. ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტის "ქუთაისის" რექტორი; 1995–1998წწ. პრორექტორი სამედიცინო დარგში; 1999 წლიდან ისევ ინსტიტუტის რექტორია. ავტორია 30–მდე სამეცნიერო ნაშრომის. თანაავტორია სახელმძღვანელოსი: "ნერვული სისტემის თანდაყოლილი დაავადებები"(1994). ექიმი–ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეპენდიმის განელადობის საკითხისათვის ეთანოლის სხვადასხვა დოზის ერთჯერადი ზემოქმედებისას", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.18–19

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ–ის ნევროლოგთა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი
  • საქართველოს სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

გააზიარე: