The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა აბულაძე

დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1907
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1964  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა საქარა, ზესტაფონის რაიონი.

1992 წლიდან შედიოდა ქართველი ფუტურისტების ლიტერატურულ ჯგუფში; 30–იანი წლებში ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას; 1937–1938წწ. იყო გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის" პასუხისმგებელი მდივანი; 1938–1941წწ. გაზეთ "კომუნისტის" ლიტერატურის განყოფილების გამგე; ბეჭდავდა მხატვრულ ნარკვევებს, კრიტიკულ წერილებს, თეატრალურ რეცენზიებს; ავტორია მინოგრაფიებისა "მარჯანიშვილის თეატრი"(1938; დ. ჯანელიძესთან ერთად), "ქუთაისის თეატრ"(1941); II მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს სევასტოპოლთან ტყვედ ჩავაურდა გერმანელებს; საკონცენტრაციო ბანაკიდან ქართველმა ემიგრანტებმა დაიხსნეს; ცხოვრობდა გერმანიაში; ქართულ ენაზე თარგმნა გოეთეს, შილერის, ჰაინეს, რილკეს თხზულებანი; 1945 წელს გერმანიიდან დაბრუნებული მოსკოვში დააპატიმრეს, ხელნაწერები დაუწვეს და გადაასახლეს; 1956 წელს საქართველოში დაბრუნდა; რუსულ ენაზე თარგმნა აკაკი ბელიაშვილის, რევაზ ინანიშვილის, ე. ყიფიანის, გ. ჩიქოვანის მოთხრობები; ს. ჭილაიას მონოგრაფია "ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზებ", "სიბრძნე ბალავარისა", "ამირანდარეჯანიანი" და სხვა.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.35 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: