The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუსტინე არველაძე

იუსტინე არველაძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი : ქ. თბილისი.

 დაამთავრა ტიუმენის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1973წწ. იყო ქარელის რაისაავადმყოფოს ექიმი–ანესთეზიოლოგი; 1973–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის ასისტენტი; 1981–1986წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჟორდანიას სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986–1996წწ. თბილისის I სამედიცინო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე; 1996 წლიდან ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის. არის ექიმი–ანესთეზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სხვადასხვა ტიპის კაპილარების ასაკობრივი ცვლილებები", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.19; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.302

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: