The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია არშბა

დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1932  (87 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1956–1958წწ. მუშაოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოსტროუმოვის სახელობის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში; 1958 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის ჰემატოლოგიისა და ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის; აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა კადრების მომზადებაში, ასევე საკვალიფიკაციო სამეცნიერო ნაშრომების შესრულებაში.  ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროპლეგიურ კოქტეილში შემავალი თითოეული ნივთიერების გავლენა აირთა ცვლაზე დოზირებული სუნთქვის მეთოდით", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.19

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლაბორატორიული მედიცინის კავშირის (ასოციაცია) გამგეობა , წევრი

გააზიარე: