შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი ასათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965–1968წწ. იყო ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტუტი რესპუბლიკის კოკჩეტავის რაი–საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე; 1968–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი; 1972–1974წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1974–1993წწ. სუბორდინაციის კათედრის ასისტენტი; 1973–1976წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1977 წლიდან შინაგან სნეულებათა N1 კათედრის დოცენტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის დამხმარე სასწავლო–მეთოდური ბროშურები. 1951–1953წწ. გადასახლებული იყო სამხრეთ ყაზახეთში, პახტაარალის რაიონის სოფელ მახტალაში. ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰისტამინის ცვლის ზოგიერთი მაჩვენებლები კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.20
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |