The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ გოგიტიძე

ელიზბარ გოგიტიძე
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:1997  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ოდესა
კატეგორია:მეზღვაური, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ალამბარი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა ოდესისი სასაზღვრო სასწავლებელი 1931 წელს; ლოიდის("LIoyd", დიდი ბრიტანეთი) სასაზღვრო სასწავლებელი.

1931-1935წწ. მუშაობდა შავი ზღვის ფლოტის გემებზე კაპიტნის თანაშემწედ, კაპიტნად; II მსოფლიო ომის დროს გადაჰქონდა ტვირთი აშშ–იდან სსრკ ნავსადგურში; იყო გემების "როსიის", "ლატვიისა" და "შოთა რუსთაველის" კაპიტანი; 1988 წლიდან კაპიტანდამრიგებელი შავი ზღვის ფლოტში; ტრანსატლანტიკურ საერთაშორისო სასაზღვრო სივრცეში, პირველი კაპიტანი იყო სსრკ–იდან, რომელსაც უფლება ჰქონდა ლოცმანის გარეშე შესულიყო მსოფლიოს ნებისმიერ სასაზღვრო სადგურში; მასზე შექმნილია დოკუმენტური ფილმი "კაპიტანი გოგიტიძე"(რეჟ. რ. ჭიაურელი, 1960); ბათუმის საზღვაო აკადემიაში მისი სახელობის აუდიტორია გახსნილი, ქ. ოდესაში სახლს, სადაც ცხოვრობდა მემორიალური დაფა აქვს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.62;  სპუტნიკი-საქართველო : sputnik-georgia.com


გააზიარე: