შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ გოგიტიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა ქ. როსტოვის საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტი 1991წელს. ამავე წელს მუშაობა დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში უზენაესი საბჭოსა და მთავრობის დაცვის ქვეგანყოფილების უფროსად; 1993 წლის ოქტომბერში დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ; 1993 წლის ნოემრიდან 2004 წლამდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი; 2004 წლიდან ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ; გენერალ–მაიორი (1994). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.63; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.191; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.399 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |