The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ხუხუნაშვილი

თამაზ ხუხუნაშვილი
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1994წწ. სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ტექნოლოგი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1989), სამართალმცოდნე (2000), სამოქალაქო საქმეთა სერტიფიცირებული ადვოკატი (2005). არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 425; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 415

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1992-2003)
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი (2007-2008)
  • საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დასი", წევრი (1989-1992)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1998-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1996-1998)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია, წევრი (1999-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი", წევრი (1995-1996)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1996-1997)

გააზიარე: