The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გვახარია

გიორგი გვახარია
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1978  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები ძირითადად ეხება რეგიონალური მინერალოგიის საკითხებს. ჩატარებული აქვს სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის  საბადოთა სამეცნიერო–საწარმოო კვლევები. 1941 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის  მინერალოგიის განყოფილების გამგე. გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1949).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ. 606; ebooks.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო მინერალოგიური საზოგადოების საქართველოს განყოფილება, თავმჯდომარე (1977-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: