The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო ხუხუნაიშვილი

ვანო ხუხუნაიშვილი
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1963
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 2010  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, თერჯოლა
კატეგორია:ბიოლოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია 1986 წელს.

1980-1981წწ. მუშაობდა მშენებლობის სამინისტროს N2 ტრესტში; 1986-1988წწ. იყო "საქსახაგრომრეწვის" თერჯოლის ღვინის კომბინატის მიკრობიოლოგი; 90-ანი წლებიდან ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2010წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 425; საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.415

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1986-)
  • ეროვნული კონგრესი, წევრი (1990-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1996-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სახალხო", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (1997-1999)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2010)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2008-2010)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2010)
  • სახალხო პარტია, გენერალური მდივანი (1999-2004)

გააზიარე: