The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით აქუბარდია

დავით აქუბარდია
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ჟურნალისტი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი 1977 წელს.

1971-1972წწ. მუშაობდა საავიაციო ქარხანაში ამწყობ-ზეინკლად. 1977-1980წწ. იყო საგეგმო კომიტეტის ეკონომისტი. 1980-1990წწ. მეცნიერებათა აკადემიის უფროსი ინსპექტორი. 1990-1994წწ. ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე. ავტორია წიგნისა "მენეჯმენტის საფუძვლები". პერიოდულ პრესაში აქვეყნებს სტატიებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრობლემებზე. ტელე-კომპანია "კავკასიის" დაფუძნების შემდეგ მიყავს სატელევიზიო გადაცემა საზოგადოებისთვის აქტიუალურ საკითხებზე. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.26

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ტელე-კომპანია "კავკასია", დამფუძნებელი (1994-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: