The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახი ხუციშვილი

კახი ხუციშვილი
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1928  (90 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი ართანა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტი.

1954 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი; როგორც ილუსტრატორი თანამშრომლობდა გამომცემლობებთან "ნაკადული", "მერანი", "საბჭოთა საქართველო", "ცოდნა". გააფორმა ფილმები: "მაგდანას ლურჯა" (1954), "ჩვენი ეზო" (1957), "სხვისი შვილები" (1958), "მაია წყნეთელი" (1959), "დიდოსტატის მარჯვენა" (1970), "თეთრი ბაირაღები" (1989) და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 425

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი (1960-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1985 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1983 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1981 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: