შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ გველესიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1895 წელს. 1890 წელს სტუდენტმა გრიგოლ გველესიანმა ილია ჭავჭავაძეს წერილი გამოუგზავნა საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების შესახებ. ეს წერილი იმავე წელს დაიბეჭდა გაზეთ "ივერიაში". 1910 წელს დაამთავრა პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმარლესი სკოლა. 1911 წელს დაბრუნდა ემიგრაციიდან. წიგნისათვის "ეროვნული საკითხი და სოციალ–დემოკრატია" მიცემული იყო პასუხისგებაში. 1913 წელს ქუთაისში დააარსა ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი. 1918 წელს საქართველის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 1919 წელს იყო დამფუძნებელი კრების(პარლამენტის) წევრი და სენატის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ თავმჯდომარე. 1921–1926 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.607 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |