Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გველესიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მანგლისი, თეთრიწყაროს რაიონი. სწავლობდა თბილისის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში 1906–1907 წლებში. 1911 წელს დაამთავრა ვაჟთა I გიმნაზია. 1912–1914 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს. 1932–1949წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1919 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ხატავდა თბილისის ძველ უბნებს. ავტორია ფანქრით დახატული სურათების სერიისა "ძველი თბილისი" 1921–1930წწ. მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: "ანჩისხატის ეკლესია" (1920 წელი, თბილისის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი), "ძველი თბილისი–ნარიყალას უბანი" (1930 წელი), ი. ნიკოლაძის პორტრეტი (1937). ორივე ნამუშევარი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. მხატვარ რომანოზ (რომან) გველესიანის ძმიშვილი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.607; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.111
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |