The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე გოგიშვილი

კონსტანტინე გოგიშვილი
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1905
გარდაცვ. თარიღი:10 სექტემბერი, 1984  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი მარანი.

1927 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდრომეტეოლოროგიულ სამსახურის სამმართველოში; 1941 წელს დაინიშნა ამავე სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1942 წელს უფროსად; II მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიისა და ბელორუსიის I ფრონტების მეტეოროლოგიურ სამსახურს; სხვადასხვა წლებში მივლინებული იყო პოლონეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, გერმანიაში, ირანში; 1953 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტის სახელობის გეოგრაფიულ ინსტიტუტში; 1969-1972წწ. ორჯერ გაიგზავნა კუბაში, სადაც ხელმძღვანელობდა საბჭოთა მეტეოროლოგთა ჯგუფს; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი; გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1976).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.64; http://podvignaroda.ru/?#id=17519363&tab=navDetailManAward

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: