ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გოგოთურ აგლაძე
დაბადების თარიღი: | 15 სექტემბერი, 1930 |
გარდაცვ. თარიღი: | იანვარი, 2014 (83 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ვეტერინარი, მეცნიერი, ტექნოლოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა სქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1953 წელს.
1959–1963წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარიო სასწავლო–კვლევითი ინსტიტუტის მდელოსნობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1963–1972წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1975 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის რექტორი; მეცნიერული კვლევის ობიექტი საქართველოს ბუნებრივი საკვები სავარგულების თანამედროვე მდგომარეობა; შეისწავლა და დაადგინა ამ სავარგულების გამოყენების და განოყიერების სისტემა; მისი მონაწილეობით შეიქმნა ახალი საკვები პრეპარატი ბროილერებისათვის; შეიმუშავა სხვადასხვა ნარჩენის ცხოველთა საკვებად გამოყენების ახალი ტექნოლოგია; მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა საკვები ბაზის ორგანიზაციის, საკვების გადამუშავების და გამოყენების სფეროში. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1978). საერთაშორისო კონგრესებისა და სიმპოზიუმების მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 2013 წელს აგრარულ სფეროში "წლის საუკეთესო მეცნიერის საპატიო წოდება" მიენიჭა.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.43; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.290
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის , აკადემიკოსი (1980-)
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, აკადემიკოსი (1990-)
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოების გამგეობის, თავმჯდომარე
- საქართველოს სოფლის მეურნრობის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე პრეზიდენტი (1991-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1995 - ღირსების ორდენი
- 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ჯგუფთან ერთად)
ბიბლიოგრაფია
- დუშეთის რაიონის ბუნებრივი საკვები სავარგულების პროდუქტიულობის ამაღლების ღონისძიებები (თანაავტორი). - თბილისი, ნობათი, 2004. - 64გვ.
- 2. რჩევები ცხოველთა და ფრინველის ნორმირებული კვების შესახებ (რედაქტორი). - თბილისი, 2001. - 166გვ.
- 1. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მორფოლოგიის საკითხები (რედაქტორი). - თბილისი, საქ. სასოფ.-სამ. ინ-ტი, , 1991. - 59გვ.
- სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა მოშენების მეთოდების სრულყოფა საქართველოში (რედაქტორი). - თბილისი, საქ. სასოფ.-სამ. ინ-ტი, , 1990. - 120გვ.
- Укрепление кормовой базы животноводства Грузинской ССР и усовершенствование технологии производства кормов и кормления животных (რედაქტორი). - თბილისი, საქ. სასოფ.-სამ. ინ-ტი, 1990. - 137გვ.
- 4. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ინვაზიურ დაავადებებთან ბრძოლა საქართველოს სსრ-ში (რედაქტორი). - თბილისი, საქ. სასოფ.-სამ. ინ-ტი, , 1988. - -60გვ.
- Вопросы морфологии сельскохозяйственных животных (რედაქტორი). - თბილისი, საქ. სასოფ.-სამ. ინ-ტი,, 1987. - 54გვ.
- Борьба с инвазионными болезнями сельскохозяйственных животных в условиях Грузинской ССР (რედაქტორი). - თბილისი, საქ. სასოფ.-სამ. ინ-ტი,, 1987. - 59გვ.
- Горные пастбища и сенокосы (თანაავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1987. - 462გვ.
- Усовершенствование методов разведения сельскохозяйственных животных в Грузинской ССР (რედაქტორი). - თბილისი, საქ. სასოფ.-სამ. ინ-ტი, , 1986. - 99გვ.
- Усовершенствование методов лечения и профилактики незаразных заболеваний сельскохозяйственных животных в условиях Грузинской ССР (რედაქტორი). - თბილისი, საქ. სასოფ.-სამ. ინ-ტი,, 1984. - 140გვ.
- Вопросы кормления сельскохозяйственных животных и технология производства кормов : (რედაქტორი). - თბილისი, საქ. სასოფ.-სამ. ინ-ტი,, 1983. - 86გვ.
|