The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგოთურ აგლაძე

გოგოთურ აგლაძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2014  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ვეტერინარი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1953 წელს.

1959–1963წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარიო სასწავლო–კვლევითი ინსტიტუტის მდელოსნობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1963–1972წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1975 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის რექტორი; მეცნიერული კვლევის ობიექტი საქართველოს ბუნებრივი საკვები სავარგულების თანამედროვე მდგომარეობა; შეისწავლა და დაადგინა ამ სავარგულების გამოყენების და განოყიერების სისტემა; მისი მონაწილეობით შეიქმნა ახალი საკვები პრეპარატი ბროილერებისათვის; შეიმუშავა სხვადასხვა ნარჩენის ცხოველთა საკვებად გამოყენების ახალი ტექნოლოგია; მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა საკვები ბაზის ორგანიზაციის, საკვების გადამუშავების და გამოყენების სფეროში. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1978). საერთაშორისო კონგრესებისა და სიმპოზიუმების მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 2013 წელს აგრარულ სფეროში "წლის საუკეთესო მეცნიერის საპატიო წოდება" მიენიჭა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.43; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.290

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის , აკადემიკოსი (1980-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, აკადემიკოსი (1990-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოების გამგეობის, თავმჯდომარე
  • საქართველოს სოფლის მეურნრობის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე პრეზიდენტი (1991-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ჯგუფთან ერთად)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: