Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი გოგიჩაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1940 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი - 1942 წელს. 1940 წლიდან - ქ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1942 წლიდან - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1946 წლიდან - ხელოვნების საქმეთა სამმართველოს თეატრალური განყოფილების უფროსი ინსპექტორი, რეპერტკომის პოლიტრედაქტორი; 1950-1954წწ. - ჟურნალ "ნიანგის" ლიტმუშაკი; 1960-1962წწ. - ქვიშხეთის მწერალთა შემოქმედებითი სახლის დირექტორი; 1962-1966წწ. - საქართველოს მწერალთა კავშირის კლუბის დირექტორი; 1966 წლიდან - მწერალთა კავშირის ლიტერატურული კონსულტანტი. 1944 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "გადამწყვეტი შამათი"; 1953 წელს მოთხრობების პირველი კრებული "ცისარტყელა"; ავტორია რომანებისა: "პირველი დღეები" (1959), "გაზაფხულიდან გაზაფხულამდე" (1965), "სამაია" (1975); მარტინა მინტეგი–ბილბაოსთან ერთად თარგმნა ბ. პერეს გალდოსის, რ. პანილიას თხზულებელი; მისი რამდენიმე რომანი და მოთხრობა თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ ენებზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.64; წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.567-572 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |