The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ახმეტელი

ზურაბ ახმეტელი
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოდაშენი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1983 წელს.

1965-1971წწ. მუშაობდა ხარატად კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში. ამავე დროს სწავლობდა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1971-1987წწ. მუშაობდა "თბილქალაქმშენის" N10 ტრესტის "მაღლივმშენში" მემონტაჟედ, ბრიგადირად, მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად. 1987-1990წწ. N4 საამშენებლო კომბინატში სამმართველოს უფროსად; 1990-1995წწ. "თბილქალაქმშენის" სპეციალური საამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №18 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.28; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი. - თბ.-2015.-გვ. 76; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1999-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "იმედი", თავჯდომარე (1996-1998)

გააზიარე: