შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ გოგლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი კომანდელი. დაამთავრა ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზების სპეციალობით 1949 წელს. 1953-1956წწ. მუშაობდა მოსკოვის საავტომობილო გზების საკავშირო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე; 1964-2001წწ. იყო საავტომობილო გზებისა და აეროდრომების კათედრის გამგე; 2001 წელს აირჩიეს მოსკოვის საავტომობილო–საგზაო ინსტიტუტის საპატიო პროფესორად; ავტორია 10–მდე სახელმძღვანელოსი და 30–მდე გამოგონების; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება მეტროპოლიტენების, ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების დაპროექტებასა და მშენებლობას; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1978). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.65 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |