The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ გოგლიძე

ვასილ გოგლიძე
სხვა სახელი:ვლასი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:27 აგვისტო, 2005  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი კომანდელი.

დაამთავრა ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზების სპეციალობით 1949 წელს.

1953-1956წწ. მუშაობდა მოსკოვის საავტომობილო გზების საკავშირო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე; 1964-2001წწ. იყო საავტომობილო გზებისა და აეროდრომების კათედრის გამგე; 2001 წელს აირჩიეს მოსკოვის საავტომობილო–საგზაო ინსტიტუტის საპატიო პროფესორად; ავტორია 10–მდე სახელმძღვანელოსი და 30–მდე გამოგონების; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება მეტროპოლიტენების, ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების დაპროექტებასა და მშენებლობას; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1978).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.65

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გარემოს დაცვის აკადემია, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: