შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ხურციძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით პურის ცხობის, მაკარონისა და საკონდიტრო წარმოების ტექნოლოგია 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა და დაგეგმვა 1980 წელს. 1962-1968წწ. საქართველოს ცეკვის აკადემიური ანსამბლის სოლისტი; 1964-1969წწ. საქართველოს სახალხო ცეკვის დამსახურებული ანსმბლის არტისტი; 1970-1984წწ. კვების მრეწველობის სამინისტროს ინჟინერი, ეკონომისტი, განყოფილების უფროსი; 1970-1971წწ. თბილისის კაფეებისა და რესტორნების ტრესტის რესტორან "დიდუბის" საოჯახო სამზარეულოს ცომის მზელავი; 1971-1984წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს საქკვებმომარაგება-გასაღების სამმართველოს ეკონომისტი, ინჟინერი, განყოფილებისის უფროსი; 1984-1989წწ. "საქბაკალეიას" რესპუბლიკური კანტორის მმართველი; 1989-1991წწ. "საქსურსათბითუმვაჭრობის" რესპუბლიკური გაერთიანების მმართველი; 1991-1992წწ. საქართველო-დიდი ბრიტანეთის ერთობლივი საწარმოს "არმაზის" პრეზიდენტი; 1992-1995წწ. საქართველოს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების მინისტრის პირველი მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟრიტარული, მაჟორიტარი, №50 საჩხერის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 423; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 413 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |