The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ გოგლიძე

ვიქტორ გოგლიძე
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1964  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ტაშკენტის ოლქი, დაბა ურსტაიევსკაია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1940 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში; 1928 წელს მონაწილეობდა საქართველოს I ჩემპიონატში; 1934 წელს ახალგაზრდა საბჭოთა ოსტატთა ტურნირში; 1935 წელს მოსკოვის II საერთაშორისო ტურნირში, სადაც შეხვდა ე. ლასკერს, ხ. რ. კაპაბლანკას, მ. ბოტვინკის, ს. ფლორს; მონაწილეობდა სსრკ ჩემპიონატებში; 1957 წელს გიორგი მერკვილაძესთან ერთად თბილისში გახსნა ბავშვთა საჭადრაკო სკოლა, რომლის დირექტორი იყო სიცოცხლის ბოლომდე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; XX საუკუნის 70-80-იან წლებში ტარდებოდა ვიქტორ გოგლიძის მემორიალური ტურნირები. მოჭადრაკე, საკავშირო კატეგორიის მსაჯი(1949).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.65

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, თავმჯდომარე (1936-1956)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • 1950 - საერთაშორისო ოსტატი ჭადრაკში
  • 1950 - საერთაშორისო ოსტატი
  • 1941 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1930 - პირველი ქართველი ოსტატი ჭადრაკში
  • 1928 - საქართველოს ჩემპიონი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: