The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო გოგლიძე

სერგო გოგლიძე
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1901
გარდაცვ. თარიღი:23 დეკემბერი, 1953  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქორთა, ონის რაიონი.

1934-1936წწ. იყო ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციის სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1936 წლიდან სახალხო უშიშროების მე–2 რანგის კომისარი; 1937-1938წწ. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1938-1941წწ. სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველოს უფროსი ლენინგრადის ოლქში; 1951 წლის აგვისტო–ოქტომბერში, 1952 წლის ნოემბერში და 1953 წლის მაისში იყო სსრკ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე; 1953 წლის დეკემბერში ლ. ბერიას საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს და დახვრიტეს; დაჯილდოებულია სსრკ ორდენებითა და მედლებით; გენერალ–პოლკოვნიკი (1945).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.65


გააზიარე: