შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1980-1988წწ. იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1992წწ. თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დოცენტი; 1992-1993წწ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის კონფლიქტების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი; 1994 წელს დააარსა დამოუკიდებელი ორგანიზაცია კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), 1995-2013წწ. წლებში გამოსცემდა ჟურნალებს: "დრო მშვიდობისა", "კონფლიქტები და მოლაპარაკებები", "კონფლიქტის ალტერნატივა და სხვა. წლების მანძილზე იგი მიწვეული იყო და პროფესორად მუშაობდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. გიორგი ხუციშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თეორიული აზროვნებისა და უსასრულობის არსის კვლევაში ფილოსოფიისა და მათემატიკის ურთიერთმიმართების საფუძველზე (1970-1980-იანი წლები). კონფლიქტებისა და მშვიდობის მეცნიერების დარგის საქართველოში დამკვიდრებასა და განვითარებას იგი 1990-იანი წლებიდან სიცოცოხლის ბოლომდე ემსახურებოდა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 424. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |