The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხუციშვილი

გიორგი ხუციშვილი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1948
გარდაცვ. თარიღი:4 ოქტომბერი, 2013  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს წმ. ნინოს სახელობის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1980-1988წწ. იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1992წწ. თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დოცენტი; 1992-1993წწ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის კონფლიქტების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი; 1994 წელს დააარსა დამოუკიდებელი ორგანიზაცია კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), 1995-2013წწ. წლებში გამოსცემდა ჟურნალებს: "დრო მშვიდობისა", "კონფლიქტები და მოლაპარაკებები", "კონფლიქტის ალტერნატივა და სხვა. წლების მანძილზე იგი მიწვეული იყო და პროფესორად მუშაობდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. გიორგი ხუციშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თეორიული აზროვნებისა და უსასრულობის არსის კვლევაში ფილოსოფიისა და მათემატიკის ურთიერთმიმართების საფუძველზე (1970-1980-იანი წლები). კონფლიქტებისა და მშვიდობის მეცნიერების დარგის საქართველოში დამკვიდრებასა და განვითარებას იგი 1990-იანი წლებიდან სიცოცოხლის ბოლომდე ემსახურებოდა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 424.

ბიბლიოგრაფია

  • ტერორიზმი : რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? (ავტორი). - თბილისი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთ. კვლევ. ცენტრი, 2003. - 94გვ.. - ISBN: 99928-937-9-6
  • აფხაზეთის პრობლემა საზოგადოებრივი აზრის სარკეში : სოციოლ. გამოკვლევათა შედეგები საქართველოში (2001-2002) (რედაქტორი). - თბილისი, კონფლ. და მოლაპარ. საერთ. კვლევ. ცენტრი, 2002. - 248გვ.. - ISBN: 99928-937-6-1

გააზიარე: