The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ასათიანი

თენგიზ ასათიანი
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს. მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს.

1975–1982წწ. იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასისტენტი; 1982 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის დოცენტი; 1986–1996წწ. საქართველოს მთავარი მეან–გინეკოლოგი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამეანო–გინეკოლოგიურ პრობლემებს, ქალის ჯანმრთელობას. გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი დისერტაცია. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების გამგე.

საკანდიდატო დისერტრაციის თემა - "ხანგრძლივი პერიდურალური ანესთეზია სამეანო პრაქტიკაში", დაიცვა 1976 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.21

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯი, წევრი
  • ევროპის მეან – გინეკოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • მსოფლიოს მეან – გინეკოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ქართველ მეან – გინეკოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

გააზიარე: