შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1984–1986წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა ქირურგიის ინსტიტუტში; 1986 წლიდან იყო ქირურგიის ინსტიტუტის კარდიო–ქირურგიული განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან ხელმძღვანელობს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის აღრიცხვა–რეგისტრაციის განყოფილებას. ავტორია 4 სამეცნიერო ნაშრომის საკანდიდატო დისერტაციის პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აორტოკორონალური შუნტირების ოპერაციის რისკ–ფაქტორები კორონალური არტერიების მრავლობითი დაზიანების მქონე ავადმყოფებისათვის", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.21
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |