შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატალია ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-1979წწ. იყო რკინიგზის N2 პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი; 1980–1986წწ. რკინიგზის საავადმყოფოს "ხელოვნური კუჭუკანა ჯირკვლის" კაბინეტის გამგე; 1982–1987წწ. უმცროსი, მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1991წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1997წწ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 39 ნაშრომის, რომლებიც ეხება დიაბეტოლოგიის პრობლემებს. ექიმი–დიაბეტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის განყოფილების გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ავტომატური სისტემა "ბიოსტატორის" საშუალებით დარღვეული ნახშირწყლოვანი ცვლის კორექციის გავლენა შაქრიანი დიაბეტისა და გულის თანმხლები იშემიური დაავადების კლინიკომეტაბოლურ დახასიათებაზე", დაიცვა კიევში 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.22 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |