შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ადამი (არქიმანდრიტი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი სამეცნიერო ინფორმატიკისა და ჟურნალისტიკის განყოფილება 1981 წელს; 1984–1991წწ. კლინიკური ორდინატურა და სტაჟირება გაიარა მოსკოვის აკადემიკოს ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში სპეციალობით "გულ-სისხლძარღვთა ქირურგია"; 2013 წლის ოქტომბერი ილიას უნივერსიტეტში (თბილისი), საქართველო მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტურა კულტურის კვლევების მიმართულებით; 2014 წლის ოქტომბერი - ოვიდიუსის სახელობის უნივერსიტეტი, ქალაქი კონსტანცა, რუმინეთის თეოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურა. თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, შინდისის წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტრის (თამარწმინდის) სულიერი მოძღვარი; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჟურნალ "ქართული ალმანახის" მთავარი რედაქტორი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს, გლობალური ფონდის საქართველოს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს (CCM), რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს (2012 წლამდე), დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის, უკრაინის ავტონომიური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) ბიოეთიკის კომიტეტის წევრი (უცხოელი ექსპერტი) და სინოდალური განყოფილების "ეკლესია და მედიცინის" ექსპერტი-კონსულტანტი (2008–2014); 9 წიგნის (მათ შორის ორი მონოგრაფიის, სამი სამეცნიერო-პოპულარული წიგნის, ორი პოეტური და ორი ლიტერატურული კრებულის), 90-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და 140-ზე მეტი მხატვრული და პუბლიცისტური სტატიის ავტორი. 1984 წლიდან მუშაობდა კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიულ კლინიკაში; 1993 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ექიმი; მოღვაწეობდა პოლონეთში; იგი არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის დამაარსებელი და რექტორი; მისი მეცნიერული კვლევის სფეროებია: ბიოეთიკა, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თეორია, ფილოსოფია და ისტორია, რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართება, კანონიკური სამართალი, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთმიმართება, სოციალური ეთიკა, ქრისტიანული, სამედიცინო და კულტურული ანთროპოლოგია, სოციალური და პრევენციული მედიცინა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, მედიცინის სამართალი და იურიდიული მედიცინა, სამედიცინო და სოციალური ფსიქოლოგია, სამედიცინო განათლების პედაგოგიკა, კულტურის კვლევები, კულტურათშორისი ურთიერთობანი, კროსკულტურული პოლილოგი, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევები, მეხსიერების კვლევები, ტრანსდისციპლინური კვლევები; ექიმი–ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახური; 2001 წელს ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია "ბიოეთიკური კვლევისა და კულტურის ცენტრი"; ამ ცენტრმა საფუძველი ჩაუყარა მოწყალების დების სასწავლებელს, რომლის ბაზაზედაც 2006 წელს თბილისის სასულიერო აკადემიასთან დააარსა წმინდა თამარ მეფის სახელობის მოწყალების დებისა და სოციალური მედიცინის ინსტიტუტი; 2003 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის სამეცნიერო-საკონტროლო რედაქციის გამგე (2008 წლამდე); 2005 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია სულიერი და სოციალურ–კულტურული განვითარების ფონდი "თამარის დროშა"; არჩეულია ჟურნალების "Georgian Medical News"-ის (საქართველო–აშშ), "Elpis"-ის (ვარშავა, პოლონეთი), "ლოგოსის" (თბილისი, საქართველო) და "ქაროზის" (თბილისი, საქართველო) რედკოლეგიების წევრად; 2013 წლის 9 ოქტომბერს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ექსპერტთა საბჭოს წევრად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხებში. მამა ადამმა თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქართული ხელოვნების სახლის დაარსებაში სტამბოლში, ეხმარება ქართული ენის შემსწავლელ ცენტრებს, თანამშრომლობს ქართული და კავკასიური კულტურის ცენტრებთან თურქეთის რესპუბლიკაში; 2005 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღიყვანა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრისა და ენქერის ტარების უფლებით; 2006 წლის სექტემბერში უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით დაინიშნა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ და წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის გენერალურ დირექტორად; 2012 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დააჯილდოვა ორი განმშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; 2009 წლის 24 მაისს დაინიშნა თბილისის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვრად; 2015 წელს დააარსა სამეცნიერო-ლიტერატურულ-ფილოსოფიურ-ხელოვნებათმცოდნეობითი გამოცემა "ქართული ალმანახი", რომლის მთავარი რედაქტორიცაა 2016 წლიდან; 2016 წელს დააარსა მიხეილ ახალაძის სახელობის ფონდი "მამაშვილობა". აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში; 2016 წლის 8 ივნისს დაჯილდოვდა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ოქროს ჯვრის ორდენით; 2014 წლის 8 ნოემბერს ისტორიულ-კულტურული და საგანმანათლებლო საზოგადოება "ჩვენი საუნჯის" ქართული ლიტერატურული პრემია "აკაკი წერეთლის ორდენის" მიმნიჭებელმა საბჭომ გამოაცხადა 2014 წლის ლაურეატად "თვითმყოფადი პოეტური ენით შექმნილი ლექსებისათვის, რომლებიც ამქვეყნიური და ზესთასოფლიური სილამაზისა და ტკივილის შეგრძნებისა და თანაგანცდის შედეგადაა დაბადებული"; 2014 წლის 22 აპრილს ვარშავის უნივერსიტეტის წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ 2014 წლის ლაურეატობა და წმინდა გრიგოლ ფერაძის ორდენი მიანიჭა ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; 2013 წლის 1 მარტს ხელოვნების აკადემიამ (თბილისი, საქართველო) მიანიჭა საერთაშორისო პრემია "ოქროს ART-ი" წიგნისათვის "მარადისობის მონატრება შებინდებისას"; 2007 წლის 5 ნოემბერს დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდოთი – საპატიო სიგელით დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაში შეტანილი წვლილისათვის; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003); პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებულთა ანესთეზია პირიტრამიდით ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში", დაიცვა 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე "ბიოეთიკის გენეზისი და მისი როლი ბიომედიცინისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარების თანამედროვე ეტაპზე" 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.23 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |