The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია აგლაძე

ილია აგლაძე
ოფიციალური სახელი:ილია აღლაძე
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1872
გარდაცვ. თარიღი:15 ივლისი, 1948  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1894 წლიდან აქვეყნებდა თარგმანებს, ფელეტონებს, პუბლიცისტურ წერილებს; 1894-1902 წწ. მუშაობდა ი. ჭავჭავაძის "ივერიაში"; 1895-1900 წწ. მოღვაწეობდა ქართულ თეატრში (ორჯერ იყო დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი), თბილისის სახალხო თეატრში. იყო ხელოვანთა კავშირში საბჭოს წევრი. ბაქოში გადასახლების დროს (1913-1918) აქტიურად მონაწილეობდა ბაქოს ქართულ ახალმოშენეთა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეებში, ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეს, ქართულ გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს, თურქეთის ჯარების მიერ ბაქოს აღების დროს ქართველებს დიდი სამსახური გაუწია. 1908-1910 წწ. "დროებისდა მისი სურათებიანი დამატების რედაქტორი იყო; აქტიურად იღწვოდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობაში; მეფის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული სტატიებისათვის მთავრობა დევნიდა; 1910 წელს დააპატიმრეს; 1917 წლამდე გადასახლებაში იყო; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა "კომუნისტის", "ლიტერატურული საქართველოსა" და "მნათობის" რედაქციებში; თარგმნა ა. პუშკინის, ი. ტურგენევის, ლ. ტოლსტოის, ა. ჩეხოვის, მ. გორკისა და სხვ. თხზულებანი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 .-თბ.,1997.-გვ.44; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.71

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწერალთა კავშირი, საბჭოს წევრი (1920-1923)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი
  • ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობა, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • ომი და მშვიდობა : რომანი 2 წიგნად (მთარგმნელი) // წ. 1. - თბილისი, პალიტრა L, 2014. - 744გვ.. - ISBN: 978-9941-21-520-9

გააზიარე: