შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ადამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხონის რაიონი, სოფელი მათხოჯი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს. 1934-1941წწ. მუშაობდა უწერისა და ჯავის სანატორიუმების მთავარ ექიმად; მივლინებული იყო დასავლეთ საქართველოში პელაგრის გავრცელებასთან დაკავშირებით, სადაც დაამუშავა და შემდგომში გამოაქვეყნა (1946) ამ დაავადების კლინიკისა და თერაპიის საკითხები; 1961-1978წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიის კათედრის გამგე; იკვლევდა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებებს; თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1959). წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.48 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |