The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემურ დვალიშვილი

დემურ დვალიშვილი
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1938
გარდაცვ. თარიღი:9 სექტემბერი, 1994  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1960 წელს.

1961 წელს მუშაობას იწყებს ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილებაში უფროს ეკონომისტად, შემდეგ კი განყოფილების გამგედ; 1975-1977წწ. ქ. ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარეა; 1977-1981წწ. ქ. ოზურგეთის (ქ. მახარაძე) რაიკომის მდივანია; 1981-1990წწ. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საქართველოს კომუნისტური პარტიისგან, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის საბიუჯეტო-საბანკო ქვეკომისიის თავმჯდომარე (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1993წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ფინანსისტი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდი: nbg.gov.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.149

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ბანკი , პრეზიდენტი (1992-1993)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს საბიუჯეტო-საბანკო ქვეკომისია, თავმჯდომარე (1990-1991)

გააზიარე: